ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - არ მჯეროდა, რომ პუტინი შეეგუებოდა ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ კრახს საკუთარი იმპერიული სიგიჟის გამო
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - არ მჯეროდა, რომ პუტინი შეეგუებოდა ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ კრახს საკუთარი იმპერიული სიგიჟის გამო

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შტაინმაიერმა, რომელიც პრეზიდენტობამდე ანგელა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ნიშნავს, რომ მან და სხვებმა გულწრფელად უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რის შესახებაც ჩვენი სხვა პარტნიორები გვაფრთხილებდნენ. ჩვენ ვერ ავაშენეთ საერთო ევროპული სახლი. მე არ მჯეროდა, რომ ვლადიმერ პუტინი შეეგუებოდა ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ კრახს საკუთარი იმპერიული სიგიჟის გამო. ამაში, მე, როგორც სხვები, შევცდი“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.