გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა სემეკ-ში სატარიფო განაცხადები შეიტანეს
გაზმომარაგების სფეროში მოქმედმა კომპანიებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას სატარიფო განაცხადებით მიმართეს.
დოკუმენტაცია კომისიაში „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“, „სოკარ ჯორჯიამ“ და „საქორგაზმა“ წარადგინეს.
სემეკ-ს სატარიფო განაცხადების განსახილველად 180-დღიანი ვადა აქვს. შესაბამისად, ახალი ტარიფები 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
კომისიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, მოხდება თუ არა არსებული სამომხმარებლო ტარიფების კორექტირება.
სემეკ-ში სატარიფო განაცხადები შეიტანეს თბოელექტროსადგურებმაც. რაც შეეხება ენერგოგამანაწილებელ და წყალმომარაგების სფეროში მოქმედ კომპანიებს, მათი ტარიფების გადახედვა წელს არ იგეგმება.