გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე ჰაერის დაბინძურების ხარისხი დადგენილ ნორმას აჭარბებს [ფოტო]
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური დამონტაჟდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხი შეამოწმა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას აჭარბებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადაჭარბება 1,3-ჯერ მაღალია.
„აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში ემთხვევა ევროპულ ნორმას და 1-ელი აგვისტოდან გადავდივართ ევროპულ სტანდარტებზე“, – განაცხადა ატმოსფერულო ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური თამარ მეფის გამზირის შემდეგ, მომავალი კვირიდან თბილისის სხვადასხვა უბნებსა და რეგიონებში იფუნქციონირებს.