გარდაბანში, მტკვარში მაშველები მოზარდს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დინებამ გაიტაცა.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში 20-მდე მაშველი და ორი მყვინთავი მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მცურავი საშუალებებით მიმდინარეობს.