გარდაბანში, მტკვარში მაშველები მოზარდს ეძებენ

20:52, 07.08.2021

გარდაბანში, მტკვარში მაშველები მოზარდს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დინებამ გაიტაცა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარეში 20-მდე მაშველი და ორი მყვინთავი მუშაობენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მცურავი საშუალებებით მიმდინარეობს.

მსგავსი