ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა, მაშველები ერთ ადამიანს ეძებენ

13:32, 28.03.2024

ბაკურიანში თოვლის მასა მოწყდა.

არსებული ინფორმაციით, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ძებნა-შველის ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი