გუდაურთან, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 94-ე კმ-თან სამაშველო სამუშაოები განახლდა და მოძრაობა დროებით აკრძალულია
გუდაურთან, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის გზის 94-ე კმ-თან სამაშველო სამუშაოები განახლდა და მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაურთან, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, შსს შესაბამისმა სამსახურებმა სამაშველო სამუშაოები განაახლეს, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით კვლავ აიკრძალა.

ამასთან, მცხეთა-სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთზე, რომელზეც, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გადაადგილება აკრძალული იყო, გვიან ღამით მოძრაობა აღდგა.