ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა​ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთზე, რომელზეც, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გადაადგილება აკრძალული იყო
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა​ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მონაკვეთზე, რომელზეც, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, გადაადგილება აკრძალული იყო

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გუდაურში, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება“, – აცხადებენ უწყებაში.