მედიის ცნობით, სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
მედიის ცნობით, სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

სომხეთმა თურქეთში მაშველები და ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

თურქეთის პარლამენტის ეროვნებით სომეხი დეპუტატის, კარო პაილანის განცხადებით, სომხეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთი და მაშველები უკვე თურქეთში არიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა და დახმარება შესთავაზა.

სომხური მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა დიდად აფასებს სომხეთის მხარდაჭერას.