განმუხურის ამფითეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგა.
კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. დათო ევგენიძის ტურნეს Check in Georgia ახორციელებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია იყვნენ.
დათო ევგენიძის კონცერტები აგვისტოსა და სექტემბერში ამბროლაურში, ქობულეთსა და თელავში გაიმართება. მუსიკოსი უკვე სტუმრობდა ბორჯომსა და ახალციხეს.