განმუხურში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა

01:07, 05.08.2018

განმუხურის ამფითეატრში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. დათო ევგენიძის ტურნეს Check in Georgia ახორციელებს. ღონისძიების თანაორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია იყვნენ.

დათო ევგენიძის კონცერტები აგვისტოსა და სექტემბერში ამბროლაურში, ქობულეთსა და თელავში გაიმართება. მუსიკოსი უკვე სტუმრობდა ბორჯომსა და ახალციხეს.

მსგავსი