„არტ-გენი 2019“-ის თბილისის ტური საქართველოს პირველი არხის პროექტის, „აკუსტიკის“ პროგრამით გაიხსნა
„არტ-გენი 2019“-ის თბილისის ტური საქართველოს პირველი არხის პროექტის, „აკუსტიკის“ პროგრამით გაიხსნა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „არტ-გენი 2019“-ის თბილისის ტური საქართველოს პირველი არხის პროექტის, „აკუსტიკის“ პროგრამით გაიხსნა.

მე-16 „არტ-გენზე“, ტრადიციული პროგრამის გარდა, მაყურებელს ბევრი პრემიერა და სიახლე ელოდება. „არტ-გენის“ თბილისის ტური დათო ევგენიძემ გახსნა. ევგენიძის კონცერტამდე კი მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა, „აკუსტიკის“კონცერტს დასწრებოდა, სადაც SALIO, The bearfox-ი და Lua წარსდგნენ.

ხვალ ფესტივალის პროგრამას Asea Sool-ი და ბაკურ ბურდული გააგრძელებს. თბილისის ტურს, ტრადიციულად, წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე.

ფესტივალმა „არტ-გენმა“ სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა.

არტ-გენი“ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება.

დატოვე კომენტარი