ბათუმში დათო ევგენიძის კონცერტი - „რა უნდა ვქნათ, ანგელოზს რომ შევუყვარდეთ“, გაიმართა
ბათუმში დათო ევგენიძის კონცერტი - „რა უნდა ვქნათ, ანგელოზს რომ შევუყვარდეთ“, გაიმართა

„რა უნდა ვქნათ, ანგელოზს რომ შევუყვარდეთ“ – ასე უწოდა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ კონცერტს, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა. საზაფხულო თეატრის წინ მუსიკოსმა ბენდთან ერთად ახალი კომპოზიციები წარმოადგინა.

დათო ევგენიძე ამბობს, რომ დღევანდელი კონცერტი არის ერთგვარი გამოძახილი და გაგრძელება იმ წარმოდგენისა, რომელიც ორი წლის წინ შესთავაზა მსმენელს.

პოეზია მუსიკასთან ერთად, ჟანრობრივი სინთეზი და ბევრი იმპროვიზაცია – დათო ევგენიძის დღევანდელი კონცერტიც ტრადიციისამებრ ამით გამოირჩეოდა.

„ყველა კონცერტზეა ბევრი იმპროვიზაცია. ის რაც არასდროს აჟღერებულა, დაიკრა დღეს და შემდგომში ეს პატარა იმპროვოზაციები გახდება მუსიკალური ნაწარმოებები“, – ამბობს დათო ევგენიძე.

კონცერტზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეული მუსიკოსები – გიორგი მახარაშვილი, ბუბა ჭოღოშვილი და ნიკა კოჩაროვი.