მრგვალ ბაღში მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართება

18:13, 22.08.2019

მრგვალ ბაღში მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი 23 აგვისტოს გაიმართება.

დათო ევგენიძე მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარსდგება. ღია ცის ქვეშ დაგეგმილი კონცერტის პროგრამა, მუსიკოსის ყველა ცნობილ კომპოზიციას და ბევრ სიახლეს მოიცავს.

დათო ევგენიძის კონცერტი, საავტორო უფლებათა ასოციაცია „გერას“ (GERA) ახალი ინიციატივის ფარგლებში დაიგეგმა. ყოველ პარასკევს 20:00 საათზე ასოციაციის წევრი მუსიკოსები მრგვალ ბაღში კონცერტებს მართავენ.

დათო ევგენიძის და მისი ბენდის კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი