გამოცემა „თაიმმა“ 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა
გამოცემა „თაიმმა“ (Time) 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სია გამოაქვეყნა.
სიაში მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პაპი ფრანცისკე, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ წევრი ალექსანდრია ოკასიო კორტესი, სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ვენესუელას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ხუან გუაიდო.
ამასთან, სიაში ასევე მოხვდა ექვსი სპორტსმენი.
ზედიზედ უკვე მეორე წელია, რაც „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში ვერ ხვდება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
უკვე მე-16 წელია, რაც გამოცემა წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიას აქვეყნებს.