„თაიმმა“ წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა
„თაიმმა“ წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

ჟურნალმა „თაიმმა“ წლის ადამიანად შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი დაასახელა. 92 წლის განმვალობაში პირველად, წლის ადამიანის ტიტული მოზარდმა მიიღო.

გრეტა ტუნბერგმა გარემოს დაცვის მიზნით გლობალური აქციები 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. თავდაპირველად, ის შვედეთის პარლამენტის შენობასთან მართავდა აქციებს. მოგვიანებით, მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ჩამოაყალიბა, რომლის ფარგლებშიც ყოველ პარასკევს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ აქციები დაიწყო, არა მარტო შვედეთში არამედ, მთელ მსოფლიოში.

16 თვის შემდეგ, გრეტა ტუნბერგი გაერო-ს წინაშე წარდგა და მსოფლიო ლიდერებს მიმართა, შეხვდა რომის პაპს, მის შესახებ დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი ორგანიზებით გამართულ აქციებში კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.