„თაიმის“ მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს
„თაიმის“ მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს

„თაიმის“ მკითხველებმა 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელეს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ინტერნეტ გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტმა 3,3 მილიონი ხმა მიიღო.

„თებერვალში, როდესაც რუსულმა ჯარმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ზელენსკი, კომიკოსი, რომელსაც 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად არჩევამდე, პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონია, გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და გააერთიანა ლიდერები უკრაინის მხარდაჭერისთვის“, – წერს „თაიმი“.

მეორე ადგილზეა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, ხოლო მესამე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

აშშ-ის პრეზიდნეტი „თაიმის“ მკითხველთა ნუსხაში მეხუთე ადგილზეა.