„თაიმის“ ვერსიით 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში რვა სპორტსმენი მოხვდა
„თაიმის“ ვერსიით 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში რვა სპორტსმენი მოხვდა

პოპულარულმა ჟურნალმა „თაიმმა“ გამოაქვეყნა გასული წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია.

რეიტინგში რვა სპორტსმენი მოხვდა:

ნაომი ოსაკა (იაპონია, ჩოგბურთი)

მეგან რაპინო (აშშ, ფეხბურთი)

იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი, კალათბურთი)

ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1)

დუეინ უეიდი (აშშ, კალათბურთი)

ელისონ ფელიქსი (აშშ, მძლეოსნობა)

პატრიკ მაჰოუმსი (აშშ, ამერიკული ფეხბურთი)

მაია მური (აშშ, კალათბურთი)

ეს სპორტსმენები სიაში არა მხოლოდ სპორტული მიღწევების გამო მოხვდნენ, არამედ მათი სოციალური პოზიციისთვის რასიზმის წინააღმდეგ (ოსაკა), ლგბტ-ს სასარგებლოდ (რაპინო), მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდაჭერისთვის (ჰემილტონი) და ა. შ.

სიაში მოხვედრილები დაყოფილნი არიან კატეგორიებად: ანტენტოკუნმპო მოხვდა „პიონერების“ კატეგორიაში, ექს-კალათბურთელი დუეინ უეიდი, ჰემილტონი და მაჰოუმსი – „ტიტანებში“, ოსაკა, რაპინო და ფელიქსი – „კერპებში“.