გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება
გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი, 56- ე შეხვედრა იმართება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.
შეხვედრის შესახებ დამატებითი კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.