გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება

10:12, 18.05.2018

გალში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი, 56- ე შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა  2016 წლის 19 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმეს.

შეხვედრის შესახებ დამატებითი კომენტარი მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.

მსგავსი