ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება განიხილეს.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შეხვედრაზე მიიღო ინფორმაცია უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის შესახებ, რომლის სასამართლო პროცესიც ოკუპირებულ ცხინვალში 9 მარტს შედგება. შეხვედრაზე საუბარი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, თუმცა როდის მოხდება მათი გათავისუფლება, ამაზე დე ფაქტო რეჟიმს პასუხი კვლავ არ აქვს. უპასუხოდ დარჩა ასევე ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნა, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ, სადაც ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დე ფაქტო რეჟიმი კვლავ ოთხოვს ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნას. რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან ვითარებას, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ადგილზე ვითარება მშვიდია.