გალაქტიკის ფოტო, რომელსაც ასტროფოტოგრაფები 1060 საათის განმავლობაში იღებდნენ
გალაქტიკის ფოტო, რომელსაც ასტროფოტოგრაფები 1060 საათის განმავლობაში იღებდნენ

ღამის ფოტოგრაფიაში არსებობს ერთი ხრიკი — ხანგრძლივი ექსპოზიცია. ამ დროს გროვდება უფრო მეტი სინათლე და თქვენს კადრში ყველაფერი გაკაშკაშებული ჩანს.

რა თქმა უნდა, საუბარია რამდენიმე წამიან ან წუთიან დაყოვნებებზე, იშვიათ შემთხვევებში საათებზეც. თუმცა, მოყვარულ ასტროფოტოგრაფთა ჯგუფმა გაცილებით მეტი დრო დახარჯა, რათა თქვენთვის გალაქტიკა მაგელანის დიდი ღრუბლის ეს მოელვარე ფოტო ეჩვენებინა.

ფოტოზე ხედავთ საერთო ჯამში 1060 საათიანი ექსპოზიციის შედეგს. ხუთმა ფრანგმა ასტროფოტოგრაფმა კადრები ჩილეში, ელ-საუსეს ობსერვატორიის გამოყენებით ცალ-ცალკე გადაიღო და შემდეგ შეაერთეს. ფოტოს მათ „სიელ ოსტრალი“ (სამხეთის ცა) უწოდეს.

გადაღების პროცესი ექვსი კვირის განმავლობაში, შეუჩერებლად მიმდინარეობდა.

„ასტროსფეის ბლოგის“ მიხედვით, სურათი შედგენილია 16 პატარა ხედვის ველისგან, რომელთა გაერთიანების შედეგადაც მიღებულია 204-მილიონ პიქსელიანი მეგამოზაიკა.

მაგელანის დიდი ღრუბელი ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთ-ერთი თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკაა. სავსეა ვარსკვლავებითა და სხვა სრულიად მოულოდნელი, ეგზოტიკური კოსმოსური ობიექტებით. მდებარეობს დედამიწიდან 163 000 სინათლის წლის მანძილზე.

ფოტოს მაღალი გარჩევადობის ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.