წარმატებული სამწვრთნელო დებიუტი ჰქონდა ლონდონის “ჩელსის” ლეგენდას, ფრენკ ლამპარდს, რომელიც “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელია.
“დერბი” ინგლისის საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე ლიგაში – “ჩემპიონშიფში” პირველი ტურის გახსნით მატჩს ატარებდა სტუმრად “რედინგის” წინააღმდეგ.
მასპინძლებმა 52-ე წუთზე ბედვარსონის გოლით გახსნეს ანგარიში. “დერბიმ” მე-60 წუთზე მეისონ მაუნტის გოლით უპასუხა, ხოლო გამარჯვების გოლი ლამპარდის გუნდმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში, 94-ე წუთზე გაიტანა. თავი გამოიჩინა ტომ ლოურენსმა – 2:1 “დერბის” სასარგებლოდ.
ლამპარდისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო მწვრთნელის რანგში. მან 31 მაისს, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა “დერბისთან“.
შემდეგ შეხვედრას ლამპარდის გუნდი 11 აგვისტოს, მარსელო ბიელსას “ლიდსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.