„ჩელსი“ ლამპარდის გუნდიდან გაშვების საკითხს განიხილავს
„ჩელსი“ ლამპარდის გუნდიდან გაშვების საკითხს განიხილავს

ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში, ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:3 დამარცხდა. ფრენკ ლამპარდის გუნდი ბოლო თამაშებში ძალიან ცუდად გამოიყურება, ბოლო 6 მატჩიდან 4 უშუალო კონკურენტებთან დათმო და პრემიერლიგის ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.

The Athletics-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ მენეჯმენტი უკვე განიხილავს ლამპარდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენის საკითხს და მის შესაძლო შემცვლელზეც დაიწყეს ფიქრი.

არისტოკრატებმა“ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელი შეიძინეს, რომლებიც გუნდის ძირითად ბირთვად მოიაზრებოდნენ, მაგრამ ინგლისელი მწვრთნელის ხელში ისინი არც თუ ისე კარგად გამოიყურებიან. ტიმო ვერნერს უკვე ზედიზედ 9 თამაშია გოლი არ გაუტანია, არადა გერმანელმა წინა სეზონში „ლაიპციგის“ შემადგენლობაში 34 მატჩში 28 გოლი გაიტანა. კაი ჰავერცს პრემიერლიგაში სულ 1 გოლი აქვს გატანილი და ლამპარდმა 21 წლის ფეხბურთელი ბოლო მატჩებია სათადარიგო სკამზე გადასვა. რაც შეეხება ჰაკიმ ზიეჩს, მაროკოელი ფეხბურთელი შედარებით უკეთ გამოიყურება, მაგრამ ტრავმების გამო ბევრი თამაში გაუცდა.

„ჩელსი“ შემდეგ მატჩს 15 იანვარს, „ფულემის“ წინააღმდეგ გამართავს.