„ჩელსი“ ლამპარდის შემცვლელად გერმანელ მწვრთნელს განიხილავს
„ჩელსი“ ლამპარდის შემცვლელად გერმანელ მწვრთნელს განიხილავს

საფეხბურთო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსის“ ფრენკ ლამპარდის მომავალთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ინგლისის პრემიერლიგის წინა ტურში „ლესტერთან“ 0:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

მედიაში ამ თამაშამდეც იწერებოდა ლამპარდის გუნდიდან გაშვების შესახებ, მაგრამ უშუალო კონკურენტთან მარცხის შემდგომ ინგლისელ სპეციალისტზე ზეწოლამ მოიმატა და გულშემატკივრებიც აქტიურად ითხოვენ მის გაშვებას.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბი თომას ტუხელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა გერმანელს „ჩელსის“ უკავშირებენ. დეკემბერში „ბლინდიც“ ამტკიცებდა იმას, რომ ტუხელს პსჟ-ს დატოვება სურდა, რადგან ახალი გამოწვევების მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი ცოტა ხნის წინ „პარი სენ-ჟერმენიდან“ მოულოდნელად გაათავისუფლეს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატებს შორის არაერთი გერმანულენოვანი მწვრთნელია. მათ შორის არიან იულიან ნაგელსმანი, რალფ რანგნიკი და რალფ ჰაზენჰიუტლი.