უეინ რუნის „დერბი ქაუნთი“ ინგლისის თასზე შერცხვა
უეინ რუნის „დერბი ქაუნთი“ ინგლისის თასზე შერცხვა

ინგლისის რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის – ჩემპიონშიფის ბინადარმა „დერბი ქაუნთიმ“ უეინ რუნის ხელმძღვანელობით თავი შეირცხვინა ინგლისის თასის მესამე რაუნდში. ის სტუმრად დამარცხდა მოკრძალებულ „ჩორლისთან“ – 0:2

„ჩორლის“ ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს – მე-10 და 84-ე წუთებზე. გოლების ავტორები გახდნენ – კონორ ჰოლი და მაიკ კელვლი.

საინტერესოა, რომ „ჩორლი“ ინგლისის რანგით მეექვსე დივიზიონში – ჩრდილოეთ ნაციონალურ ლიგაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი „დერბის“ მოთამაშე მწვრთნელია. ამ შეხვედრაში მას მონაწილეობა არ მიუღია.