NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერი „ბოსტონი“ დაამარცხა #1TVSPORT
ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ „ორლანდო მეჯიქმა“ ერთმანეთის მიყოლებით ოთხი მატჩი მოიგო. ამჯერად ფლორიდელები აღმოსავლეთის კონფერენციის ლიდერ „ბოსტონ სელტიქსს“ ესტუმრნენ და 115:105 დაამარცხეს.
გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ორლანდომ“ 40:28 მოიგო.
გოგა ბითაძის მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ 14 ქულით დაწინაურდა, სწორედ ასეთი შედეგი იყო ფრანც ვაგნერის შემთხვევაშიც. +14 ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ „ორლანდოს“ შემადგენლობაში.
ბითაძის სრული სტატისტიკა:
20 წუთი, 10 ქულა (6-დან 5 ორქულიანი), 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.
ფრანც ვაგნერმა მატჩი 21 ქულით დაასრულა. „ბოსტონში“ ჯეისონ ტეიტუმი გამოირჩა – 24 ქულა, 12 მოხსნა.
6 მოგებითა და 7 წაგებით „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მერვე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 19 ნოემბერს ლებრონ ჯეიმსის „ფილადელფიასთან“ შინ ჩაატარებს.