უეინ რუნი „დი სი იუნაიტედს“ კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT
უეინ რუნი „დი სი იუნაიტედს“ კონტრაქტზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„დერბი ქაუნთის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდი უეინ რუნი „მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბს „დი სი იუნაიტედს“ ჩაუდგება სათავეში.

როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერში“ დაწერა, მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის თაობაზე. უახლოეს დღეებში ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდება.

„დი სი იუნაიტედი“ ერთ-ერთი კლუბია, რომელშიც რუნის კარიერის განმავლობაში უთამაშია. ამერიკულ გუნდში მან ორი სეზონი გაატარა 2018-20 წლებში.

რუნის ხელმძღვანელობით „დერბიმ“ გასულ სეზონში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა ჩემპიონშიფში და ქვედა დივიზიონში გავარდა. სეზონის მსვლელობისას, კლუბს ფინანსური პრობლემების გამო 21 ქულა დააკლეს.