ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინა
ფრაქციამ „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარადგინა

ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები პროექტი წარადგინა. პროექტში შარლ მიშელის შეთანხების ის პუნქტებია ასახული, რაც არჩევნების პროპორციული წესითა და ერთპროცენტიანი ბარიერით ჩატარებას, ოთხწევრიანი ფრაქციების ფორმირებას და გენერალური პროკურორის დანიშვნის კვორუმის გაზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტით, 2021 წლიდან მომდევნო ორ არჩევნებში პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების ერთ პროცენტს მაინც მიიღებენ.

ცვლილებებით, 2020 წლის არჩევნებისა და მომდევნო ორი არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტებში საპარლამენტო ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამას გარდა, ფრაქცია იმ წესის შეცვლის წინადადებითაც გამოდის, რომლის გათვალისწინებით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან.

რაც შეეხება გენერალური პროკურორის არჩევის წესს, ცვლილებებით, გათვალისწინებულია სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით არჩევის საკითხი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა ორი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ორი მესამედის უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევა, იგი შეიძლება ერთი წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩეს.

რეგლამენტით, კანონპროექტის ინიცირებას სულ მცირე 76-დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. შესაბამისად, ფრაქცია პროექტის ინიცირებისთვუს უმრავლესობის ხმებიც სჭირდება.