ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

ამ მიზნით, ფრაქცია პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას გეგმავს სხვა ოპოზიციურ ძალებთან, 38 ხმის შესაგროველად, რათა საგანგებო სხდომა იყოს მოწვეული.

ფრაქციის წევრები განმარტავენ, რომ საგანგებო სხდომაზე უნდა გაიმართოს პოლიტიკური დებატები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამასთან, ფრაქცია ასევე ითხოვს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილის მისვლას, რათა მან ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხები გასცეს.

დატოვე კომენტარი