პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომელიც მომავალ კვირაში დაინიცირდება
პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომელიც მომავალ კვირაში დაინიცირდება

პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარედგინა. დოკუმენტს ინიცირების მიზნით ხელს აწერს 91 დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. კანონპროექტი მომავალ კვირაში დაინიცირდება.

კონსტიტუციურ პროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილება შედის 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში, რომლითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ორ პრცენტამდე მცირდება.

ასევე დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები, ხოლო მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

დატოვე კომენტარი