ფრანკფურტში ჰიდროქლორინის მჟავის გაჟონვის გამო, ხელისუფლებამ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა
ფრანკფურტის ინდუსტრიულ ზონაში ჰიდროქლორინის მჟავის გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სახანძრო სამსახური ავრცელებს.
ხელისუფლება მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საცხოვრებელი სახლების დატოვებისგან და მჭიდროდ დახურონ კარი და ფანჯრები.
აღნიშნულ რაიონში დროებით შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმოსვლაც.