„საქართველოს ხმა“ – კონცერტი ფრანკფურტიდან პირველი არხის ეთერში 23:30 საათზე

18:04, 15.10.2018

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კონცერტი „საქართველოს ხმა“ რამდენიმე დღის წინ ARTE-ს ორგანიზებით გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც კლასიკური, ისე ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები.

კონცერტის ნახვის საშუალება მაყურებელს 1tv.ge-ს საშუალებით ჰქონდა. კონცერტის სატელევიზიო ვერსია პირველ არხს ARTE-მ მიაწოდა.

კონცერტის სატელევიზიო ვერსია პირველი არხის ეთერში დღეს 23:30 საათზე გადაიცემა.

მსგავსი