„საქართველოს ხმა“ - კონცერტი ფრანკფურტიდან პირველი არხის ეთერში 23:30 საათზე
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კონცერტი „საქართველოს ხმა“ რამდენიმე დღის წინ ARTE-ს ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ როგორც კლასიკური, ისე ჯაზისა და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები.
კონცერტის ნახვის საშუალება მაყურებელს 1tv.ge-ს საშუალებით ჰქონდა. კონცერტის სატელევიზიო ვერსია პირველ არხს ARTE-მ მიაწოდა.
კონცერტის სატელევიზიო ვერსია პირველი არხის ეთერში დღეს 23:30 საათზე გადაიცემა.