ფრანკფურტში სროლის შედეგად ერთი თავდამსხმელი დაიღუპა და ერთი სამართალდამცველი დაშავდა
ფრანკფურტში სროლის შედეგად ერთი თავდამსხმელი დაიღუპა და ერთი სამართალდამცველი დაშავდა

ერთი ეჭვმიტანილი დაიღუპა და ერთი სამართალდამცველი დაშავდა ფრანკფურტში სროლის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ერცბერგერის ქუჩაზე მოხდა, სადაც პოლიცია ანონიმურმა პირმა გამოიძახა.

ადგილზე მისულებს დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი დახვდათ, რომელმაც მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

საპასუხო სროლის შედეგად, თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა.

შემთხვევის დროს დაშავდა ერთი სამართალდამცველიც. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ეჭვმიტანილის თავდასხმის მოტივი უცნობია.

დატოვე კომენტარი