ფრანკფურტის რკინიგზის სადგურთან უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა
ფრანკფურტის რკინიგზის სადგურთან უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა

ფრანკფურტის ცენტრში, რკინიგზის სადგურთან უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.