მედიის ცნობით, რუსეთის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ქვეყნის უდიდეს ნავთობქიმიურ წარმოების ცენტრზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა 

12:33, 15.11.2026

14-15 ნოემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ ნიჟნეკამსკში მდებარე ქვეყნის უდიდეს ნავთობქიმიური წარმოების ცენტრზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიშების შედეგად დაზიანებულ ნავთობქიმიური წარმოების ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა Astra-ს ცნობით, ნიჟნეკამსკის ნავთობქიმიური კომპლექსი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესია და პლასტმასსა და ეთილენს აწარმოებს.

მსგავსი