ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

00:48, 30.10.2018

ფრანკფურტში სამშენებლო სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.

გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, 125-კილოგრამიანი ბომბი ქალაქის ცენტრის მახლობლად იპოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობიდან 700 მეტრის რადიუსის ტერიტორიიდან 16 000 ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.

გეგმის მიხედვით, ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ ღამით გააუვნებელყოფენ.

მსგავსი