ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია
ფრანკფურტში სამშენებლო სამუშაოების დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია.
გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, 125-კილოგრამიანი ბომბი ქალაქის ცენტრის მახლობლად იპოვეს. ასაფეთქებელი მოწყობილობიდან 700 მეტრის რადიუსის ტერიტორიიდან 16 000 ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
გეგმის მიხედვით, ასაფეთქებელ მოწყობილობას ამ ღამით გააუვნებელყოფენ.