ფოთის მერი საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოთის მერი საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“-ში არსებულ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გოჩა კურდღელიას განცხადებით, მერიის შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო სწავლობს აღნიშნული დავალიანების მიზეზებს და მათ კანონთან შესაბამისობას.
„პარალელურ რეჟიმში, გუნდის ხელმძღვანელობასთან და გულშემატკივრებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, აღნიშნული დავალიანების დასაფარად თანხების მოძიების მიზნით. დამატებით მუშავდება სტრატეგია გუნდის გრძელვადიანი განვითარების შესახებ. ვეძებთ არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ მიღებული იქნება გუნდის განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება“, – აცხადებს ფოთის მერი.
შეგახსენებთ, ფოთის „კოლხეთი 1913“-ში არსებული ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა გუნდი მოიხსნას გათამაშებიდან ფოთი საფეხბურთო კლუბის გარეშე დარჩეს.