ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.

ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.

„პაციენტის, 35 წლის მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად, პაციენტს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დამხარება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია “, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.