საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თანამშრომლებისთვის ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარეს. გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია”, – აცხადებენ საპატრიარქოში.