ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 428 პირს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 428 პირს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 428 პირს „პისიარ„ ტესტირება ჩაუტარდა. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გადაიგზავნა.

ამი შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაავადებათა კონტროლის რეგიონული სამსახურის უფროსმა, ზურაბ ნემსიწვერიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბიოლოგიურ ნიმუშებზე პასუხები სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გუშინ ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელისა და ლაილაშის თემებში არსებულ 12 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც მგზავრებისთვის პისიარტესეტების აღება მიმდინარეობს. „კოვიდ-19“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ 12 პირს აქვს დადასტურებული.