პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი „პისიარ“ ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის
პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი „პისიარ“ ტესტირებას კვირაში ერთხელ გაივლის

პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ნაცვლად ორკვირიანი შუალედისა, კვირაში ერთხელ გაივლის „პისიარ“ ტესტირებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მათვე ინფორმაციით, შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ მოცემული პირები ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტით შემოწმდებიან.

„ახალი სამედიცინო პროტოკოლი კიდევ ერთი პრევენციული ზომაა, რათა პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ბრალდებულ/მსჯავრდებულები გარედან ვირუსის იმპორტისგან იყვნენ დაცულები. შეგახსენებთ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიან „პისიარ“ ტესტირებას. ხოლო პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებიც მიმდინარე წლის 29 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ, ყაზარმული რეჟიმით დაწესებულებებში შესვლამდე მოწმდებიანპისიარ“ ტესტით. ჯამში მაისის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით პენიტენციურ სისტემაში 13253 „პისიარ“ ტესტი გაკეთდა. ამიერიდან კი ყველა თანამშრომლისთვის ტესტირების ახალი სისტემა ამოქმედდა“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.