ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული
ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული

ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი იმყოფება. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ორივე მათგანი ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.

„კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი. 67 წლის მამაკაცი და 10 წლის ბიჭი ფოთიდან. მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. პასუხები სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.