ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ცხრა პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ცხრა პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ცხრა პაციენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე პატარა წლინახევრის გოგონაა.

სტაციონარში მოთავსებული პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

„კლინიკაში იმყოფება ცხრა პაციენტი, მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.