ფოთში 93 პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება
ფოთში 93 პირს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდება

ფოთში „პისიარ“ კვლევისთვის 93 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ინფორმაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ნიმუშები ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა.

„ჩვენ გამოვიკვლევთ 93 პირს, მედპერსონალსა და მძღოლებს. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. იმედი გვაქვს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდება. შეიძლება ითქვას, რომ ფოთში ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნინო ლეფსაიამ.