პარიზიდან და საფრანგეთის შვიდი რეგიონიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის კორონავირუსის ტესტის ჩატარება დღეიდან სავალდებულო გახდება

17:00, 22.09.2020

იტალიაში პარიზიდან და საფრანგეთის შვიდი რეგიონიდან ჩასული მგზავრებისთვის „კოვიდ-19“-ზე ტესტის ჩატარება დღეიდან სავალდებულო გახდება.

შესაბამისი განცხადება იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

„ევროპის მონაცემები შემაშფოთებელია. იტალია სხვა ქვეყნებთან შედარებით თავს კარგად ართმევს, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – წერს რობერტო სპერანზა მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ორშაბათს საფრანგეთში კორონავირუსის 5 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში ვირუსი 1 350 ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი