ფოთში კორონავირუსზე 183 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთში კორონავირუსზე 183 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, „პისიარ“ კვლევის შედეგად, მეხუთე დღეა, ქალაქში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

„გუშინ ლაბორატორიაში გამოსაკვლევად 183 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, რომლებიც საბაჟოსა და შსს-ს წარმომადგენლები არიან. მათი პასუხი უარყოფითია. გეგმური კვლევა გრძელდება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა ნინო ლეფსაიამ.

ბოლო მონაცემებით, ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 45 ადამიანი იმყოფება. 13 ინფიცირებულიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, ცხრა კარანტინშია.