ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
მომავალი წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 739 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე 89 ათასი ლარით მეტია.
მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური და ჯანდაცვითი პროგრამების უზრუნველყოფა იქნება.
,,ეს არის სოციალური მიმართულების ბიუჯეტი, ყურადღებაა გამახვილებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე. ვფიქრობთ, მომავალი წლის ბიუჯეტმა ხელი უნდა შეიწყოს იმ პრობლემების გადაწყვეტას, რაც ჩვენს ქალაქშია“, – აცხადებს თავმჯდომარის მოადგილე გია დარჯანია.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა 2018 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.
მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ვასილ თოდუას ინფორმაციით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით გამოყოფილი თანხა 3 მლნ. 880 ათას ლარს შეადგენდა.